Search::

CHEMLAB

CHEMLAB ინოვაციის-გადაცემის პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს და განავითაროს "ევროპული ხარისხის სტანდარტი ანალიზური ქიმიის პროფესიული განათლების სფეროში" ახალგაზრდა მოწაფეების სამუშაო-ადგილზე პროფესიული ქიმიური ტრენინგისასთვის. აღნიშნული მიზნით, შემუშავდა ინოვაციური პროფესიული სწავლების „VET-კონცეფცია“, რომელიც დაფუძნებულია თეორიულ განათლებასა და ბაზარზე ორიენტირებული სწავლების კომბინირებულ, ინტეგრირებულ მიდგომაზე, პრაქტიკასთან ახლოს მდგომი ანალიზური სტრატეგიისა და თანამედროვე ინსტრუმენტულ-ტექნიკური, სამრეწველო თუ „RTD“ გამოწვევების საპასუხო მეთოდების გათვალისწინებით, ქრომატოგრაფიისა და მას სპექტროსკოპიაზე სპეციალური აქცენტით. რაც შეეხება გამოყენების სფეროებს, აღნიშნული პროფესიული სწავლების „VET-პროგრამა“ განსაკუთრებით იქნება ფოკუსირებული ქიმიური, ფარმაცევტული, კვების, კოსმეტოლოგიურ და გარემოს დაცვის ინდუსტრიის მოთხოვნებზე. ამ მიზნით, ინსტრუმენტული ანალიზის ცენტრალური ლაბორატორია (ე.წ. „AsiA“ (Ausbildungsstätte für instrumentelle Analytik)) იქნა მოწყობილი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technische Universität München (გერმანია)) არააკადემიური, ფირმის-შიდა მსმენელების ქიმიური ანალიზის ტექნიკაში როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ტრენინგისათვის. მსგავსი ინსტიტუტები არსებობს პარტნიორ ქვეყნებშიც საქართველოში (თბილისი), საბერძნეთში (სალონიკი), პოლონეთში (პოზნანი) და თურქეთში (გებზე). აღნიშნული მრავალეროვნული მიდგომა დაიწყო ევროკავშირის ხუთ წევრ სახელმწიფოს და ასოცირებული ქვეყნების ინსტიტუტებთან პარტნიორობით და განხორციელდა გერმანიაში დუალური პროფესიული სწავლების „VET-სისტემაზე“, როგორც შემდგომი ადაპტირებისათვის შესაფერის მოდელზე, დაყრდნობით. პარტნიორობის მახასიათებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო დონეების ფართო სპექტრი, რომელიც ჯერ კიდევ იძენს გამოცდილებას მოთხოვნილების, წინაპირობების და შანსებიდან გამომდინარე უზრუნველყოს მოქნილი, გამჭვირვალე და ინოვაციურად მაღალი ხარისხის „VET“ პროფესიული სწავლების კონცეფცია ევროპის მასშტაბით ტექნიკური სპეციალისტებისათვის შესაბამის ინდუსტრიულ სექტორში.

Chemlab პროექტის ბუკლეტის ჩამოტვირთვა (DE; PDF)